ასაშვილი ირაკლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირაკლი ასაშვილი

ირაკლი ასაშვილი – (Irakli Asashvili), ქართველი დიპლომატი, 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდონეზიის რესპუბლიკაში – აკრედიტებული სინგაპურის რესპუბლიკაში, ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ფილიპინების რესპუბლიკაში და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში (ASEAN).

დაიბადა 23 თებერვალი, 1972 წელი, ქ. მოსკოვი, რუსეთი.

განათლება:
1992-1994 _ „Philips Junior College and Salt Lake Community College”; სოლტ ლეიკ სითი, იუტა, აშშ;/>სპეციალობა: ფინანსები.
1994-1998 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი; სპეციალობა: საერთაშორისო ბიზნესი და საგარეო ვაჭრობა.

სამუშაო გამოცდილება:
1998 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის სტაჟიორი;
1999-2002 – სტამბულში საქართველოს გენერალური საკონსულოს ატაშე;
2002-2003 – II მდივანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი;
2003-2005 – სამმართველოს უფროსის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი;
2005-2007 – კონსული, საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულსამეფოში;
2008 – სამმართველოს უფროსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი;
2008-2012 – კონსული, საქართველოს საელჩო ლიეტუვას რესპუბლიკაში; 2012 – საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში; 2012-2017 – საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში;

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჯილდოები:
ღირსების ორდენი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები