ასათიანი ნიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკო ასათიანი – (1858-1942), ხალხური სიტყვიერების შემკრები, ცხოვრობდა და მუშაობდა ახალციხეში. მოგზაურობდა სამცხე-ჯავახეთსა და ტაო-კლარჯეთში ფოლკლორულ-შემკრებლობითი საქმიანობა დაიწყო გასული საუკუნის 80-იან წლებში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა გამაჰმადიანებულ ქართველთა მიერ თურქულ ენაზე შექმნილ ზეპირსიტყვიერებას. „ივერიაში“, „ცხობის ფურცელში“, „ჯეჯილში“ ქვეყნდებოდა მისი ფელეტონები, ნარკვევები და მცირე მოთხრობები, აგებული ხალხურ სიუჟეტებზე გაზეთ „მესხეთში“ დაბეჭდა ხალხური „ვეფხისტყაოსნის“ ახალციხური ვარიანტი რამდენიმე ხალხური ნაწარმოები ჩაწერილი აქვს თავისი მეუღლის ნინოს თქმით რომელიც წარმოშობით გორის რაიონის სოფ ხიდისთავიდან იყო.

ნ. ასათიანის ჩანაწერები ინახება შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების არქივში და ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ილ. მაისურაძე

ლიტერატურა

  • ვ. კოტეტიშვილი, ხალხური პოეზია, 1961;
  • ი. მაისურაძე, პატრიოტი მოღვაწე, „წითელი დროშა“, ახალციხე, №№ 21, 17, 11, 1957.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები