არყისძირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Aryisdzira.PNG

არყისძირა (ლათ. Leccinum scabrum (Fr) S.F.Gray. რუს. Подберёзник обыкновенный)

ქუდი – 5-15 სმ დიამეტრისაა, მრგვლად ამოზნექილი, ტიტველი ან წვრილქეჩისებრი ზედაპირით, მშრალია; ნაირგვარი ფერისაა მოთეთრო, მურა-ყვითელი, მურა-წითელი, ნაცრისფერი ან ნაცრისფერ-მურა, ზოგჯერ მოშავოც. ჰიმენოფორი ჯერ მოთეთროა, შემდეგ – მონაცრისფრო; მილები გრძელი 10-25 მმ, წვრილი მრგვალი ფორებით, ფეხის მიმართ თავისუფალი.

ფეხი – 4–15 სმ სიგრძისა და 1-3 სმ სისქისაა, ხშირად ძირისკენ მსხვილდება, მთლიანია; თეთრი, ნაცრისფერი, მურა ან შავი ქერცლებით დაფარული ზედაპირით.

რბილობი – თეთრია, ჰაერზე ფერს არ იცვლის, ან ოდნავ მოვარდისფრო ხდება.

სპორები – თითისტარისებრია, ჟანგისფერი მურა, 10-20X4-6 მკმ.

იზრდება ნიადაგზე მხოლოდ არყნარებში ზაფხულ–შემოდგომით. ერთ-ერთი საუკეთესო საჭმელი სოკოა, იხმარება ახალი, გამშრალი და დამუჟუჟებული. ძალიან იშვიათად ჭიანდება.



წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები