არსენი (მხატვარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არსენი – (XIV ს.), ქართველი მხატვარი. 1381 წ. მოხატა ჭულეს წმ. გიორგის ეკლესია. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთი ბურჯის სამხრეთ პირზე თეთრი საღებავით შავ ფონზე შესრულებულია წარწერა, სადაც მითითებულია ტაძრის მოხატვის თარიღი და მხატვრის სახელი: „შეწევნითა ღმრთისაჲთა და წმიდისა გიორგი ჭულისაჲთა სრულ იქმნა ეკლესია ესე ჭულისაჲ ხატებითა ჴელითა მხატვრისა არსენი თ[......]თა: შეუნდვნეს ღმერთმან [„...] აჲთა,“ მხატვრის სადაურობის დადგენა, მიუხედავად არსებული მოსაზრებებისა, წარწერის ფრაგმენტულობის გამო ვერ ხერხდება.

არსენის ფრესკები წერის მანერითა და მხატვრულ-სტილისტური ნიშნებით შეიძლება ჩავთვალოთ „პალეოლოგოსთა ხანის“ ერთ-ერთ ნიმუშად, მაგრამ ბევრად უფრო მდარედ – სხვა ქართულ, თანადროულ ანალოგებთან შედარებით.

თ. სიჭინავა

ლიტერატურა

  • ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1961;
  • ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება, XIII-XVI საუკუნეები, თბ., 1955;
  • მისივე, ძველი ქართველი ოსტატები თბ., 1967;
  • Гордеев Д., Отчет о поездке в Ахалцихский уезд в 1917 году (Росписи в Чуле, Сапаре и Зарзме), Изв. КИАИ, 1, Тфл., 1923


Logo1.JPG არსენი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები