არმოცემენტის კონსტრუქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომის სპორტის სასახლე, იტალიის რესპუბლიკა

არმოცემენტის კონსტრუქციები – წვრილი მავთულის ნაქსოვი ან შენადუღი წმინდა ბადეებით დაარმირებული წვრილმარცვლოვანი ბეტონის თხელკედლიანი კონსტრუქციები . გამოიყენება გუმბათების, გარსების, რეზერვუარების, შენობების აგებისას და სხვ. არმოცემენტის კონსტრუქციები შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ ისეთ ნაგებობებში, სადაც ჰაერის ნორმალური ტენიანობაა და არ არის ქიმიურად აგრესიული გარემო, რადგანაც მისი კოროზიამედეგობა მცირეა. ცეცხლმედეგობა კი გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ რკინაბეტონის. ასევე დაუშვებელია არმოცემენტის კონსტრუქციები გამოყენება დინამიკური დატვირთვების ქვეშ მომუშავე კონსტრუქციებში. არმოცემენტის კონსტრუქციებით მზადდება ლითონის, ხის ან რკინაბეტონის მატრიცებში ბეტონის ნარევის მექანიკური გამკვრივებით, ხოლო ცალმხრივ ფორმებში – ბეტონის ნარევის დაშხეფებით (ტორკრეტირებით).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები