არიოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არიოზი ანუ არიოსი - (ბერძ. Ἄρειος; 256-336) IV საუკუნის ერესიარქი. ქრისტოლოგიური და ტრინიტოლოგიური ერესის არიანობის ფუძემდებელი.

არიოზი 256 წელს ალექსანდრიაში დაიბადა. განისწავლა ანტიოქიის სასულიერო სკოლაში მღვდელმოწამე ლუკიანეს, სეპტუაგინტას ცნობილი რედაქტორის, ხელმძღვანელობით. ფიქრობენ, რომ მოძღვარმა ჩაუნერგა მას თესლი, რაც შემდეგ განხეთქილების ვაშლად აღმოცენდა. არიოსი მიიჩნევდა, რომ ქრისტე მხოლოდ მამა ღმერთის მსგავსი იყო და არა მისი ღვთაებრივი ბუნების თანასწორი. ამ მოსაზრების წინააღმდეგ გამოვიდა ნიკეის საეკლესიო კრება (325 წ.), რომელმაც ქრისტეს ღვთაებრიობა და მამა ღმერთთან მისი თანაარსობა გამოაცხადა.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები