ართკახიგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ართკახიგ-ი (ოს. Æрткъахыг – „ფეხცეცხლოვანი“) — ვასთირჯის, სოსლანისა და ურიზმაგის ცხენები, რომელთა ნალებს ცეცხლი უკიდია, ნაპერწკლები ცვივა და ალის ენები ასდის. ამიტომაც ჰქვიათ მათ „ფეხცეცხლოვანი ალასა“, რომელიც სისწრაფეში ურაგანულ ქარს ეჯიბრება.
ლიტერატურა
Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 1. – Владикавказ, 2003.