ართვინ-სომხითის ბელტის ჰიდროგეოლოგიური ოლქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ართვინ-სომხითის ბელტის ჰიდროგეოლოგიური ოლქი – გრუნტის წყლების ჰიდროგეოლოგიურ ოლქი საქართველოს ტერიტორიის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. მოიცავს ახალქალაქის ლავურ მთიანეთს, აბულ-სამსრისა და ჯავახეთის ქედებს. დიდი ყალშემცველობით გამოირჩევა ახალგაზრდა ლავური განფენები, სადაც მეზოზოურკაინოზოური ასაკის დანალექ და პალეოზოურამდელ კრისტალურ ქანებთან კონტაქტში ადგილი აქვს ნაპრალურ, ჰიდროკარბონატულ კალციუმიანი შედგენილობის მძლავრი გრუნტის წყლის (რამდენიმე მ3/წმ) ნაკადების წარმოქმნას. რამდენიმე პუნქტში გვხვდება: მლაშე-ტუტე ნახშირორჟანგიანი წყლები (ნაქალაქევი, ვარძია) მაღალი გაზშემცველობით ცარცულ ნალექებში და მცირე სიმძლავრის ნახშირორჟანგიანი წყლები ბაიოსის პორფირიტულ სერიაში.


წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები