არვი ასინთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არვი ასინთა (ოს. Арвы асинтæ) – ცის კიბე ოსურ მითოლოგიაში. როცა ცის კარები იხსნება, მაშინ გამოჩნდება კიბე, რომლითაც შესაძლებელი ხდება ფრინველივით მთელი ზეცა შემოიარო. როცა უზენაესის ნებით ბორათების ნართული გვარის დესპანებს ცის კარი გაეხსნათ, დაინახეს ხუთსაფეხურიანი კიბე, ანუ იმდენივე, რამდენიც თავად იყვნენ. კიბის ძირში ხუთი წყვილი ოქროს ჩექმა ეწყო. თმა-ჭაღარა მოხუცებმა ჩექმები ჩაიცვეს, კიბის საფეხურებს შეუდგნენ და უზენაესის ეზოში ფრინველებივით შეფრინდნენ.


ლიტერატურა

Сказания о Нартах; В пяти томах. В пяти томах. Том I. Орджоникидзе, 1989.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები