არაჰახუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ა-რაჰახუ (აფხ. Араҳахь) – „მრევლის უფროსის წილი“. სათემო ლოცვის დროს მომავალი წლის მსხვერპლშეწირვის მოთავედ არჩეული კულტმსახურისთვის მირთმეული სიმბოლური ულუფა ბზიფის აფხაზებში. ეს იყო სამსხვერპლო საქონლის ხორცის საუკეთესო ნაჭრები, წამოცმული ხის შამფურზე („აცუნიჰვა“).
ლიტერატურა
Ш.Д. Инал-Ипа. Абхазы. (историко-этнографические очерки). Сух., 1965.