არაცნობიერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაცნობიერი – ფსიქიკური პროცესების ერთობლიობა, აქტები და მდგომარეობანი, რომელთა ზეგავლენა არ აღიქმება სუბიექტის მიერ. არაცნობიერი ვლინდება ინტუიციის და აფექტის პირობებში, თავს იჩენს პანიკის, ჰიპნოზის, სიზმრების, მექანიკური ქმედებების წიაღში, ხორციელდება ისეთ სწრაფვაში, გრძნობებსა და ქცევაში, რომლებსაც ადამიანი ვერ აცნობიერებს.

ზ. ფროიდის მიხედვით, არაცნობიერი არის ვრცელი და შინაარსიანი სისტემა, რომელიც მოიცავს ურთიერთგამომრიცხავ პირველად სწრაფვებს, ინსტინქტებს, სურვილებს, იმპულსებს, აზრებს. აქედან გამომდინარე, იგი არის ფსიქიკის ასოციალური, ამორალური და ალოგიკური ინსტანცია. სიამოვნების მიღების პრინციპი ამ სისტემის მთავარი რეგულატორია.

ფსიქოანალიტიკური სკოლა მიიჩნევს, რომ ხელოვნება არის ინდივიდის ფარულ სწრაფვათა და ლტოლვათა რეალიზაციის სახეობა (სიზმრისა და ფანტაზიის მსგავსად), რომ ხელოვანი ქმნის სიმბოლურ ენას და მით იკმაყოფილებს აკრძალულ სურვილებს.

თეატრალურ ხელოვნებაში არაცნობიერი განიხილება როგორც შემოქმედებითი განწყობის უმთავრესი საყრდენი. მისი შემწეობით თეატრალური მოღვაწე განიცდის ამაღლებულ გრძნობებს, ავლენს წარმოსახვის განსაკუთრებულ უნარს. ამ აქტში მთელი სისრულით მონაწილეობს მისი ინტუიცია და აფექტური მეხსიერება. არაცნობიერი შთაგონების უმთავრესი ინსპირატორია.

არაცნობიერი იყოფა ორ სახეობად: ლატენტური (მიმალული) და განდევნილი პირველი ექვემდებარება გაცნობიერებას (წინარეცნობიერის მსგავსად), მეორეს გაშიფრვა შესაძლებელია მხოლოდ სხვების დახმარებით.

მ. გეგია


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები