არაყან ბახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არაყან ბახ-ი (ოს. Арахъан бæх – „არაყან (?) ცხენი“) – ნართული ეპოსის ოსური ვერსიის პერსონაჟის – ვაიგ (დევი) ბიზგუინის – სარდაფში დაბმული ცხენი. დევის მონა სოსლანს ეუბნება: „თუ მასზე შეჯდები, კარგია, თუ ვერა, ხელი წაავლე უკანა ფეხზე და დაატრიალე: მას პატრონი ეგონები და მაშინ მოახტი, ზეცისკენ გაგაქროლებს ...“. სოსლანი ასეც მოიქცა. ცხენმა ჯერ ცაში აიყვანა, შემდეგ კი მიწაზე დაეშვა.
ლიტერატურა
Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 2. Владикавказ, 2004.