არაქალკედონური მართლმადიდებელი ეკლესიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არაქალკედონური მართლმადიდებელი ეკლესიები - ე.წ. მონოფიზიტური მრწამსის მქონე ეკლესიებია, რომელთაც არ მიიღეს ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრების (451 წ.) დადგენილებები. ამ ჯგუფში ასევე მოიხსენიებიან ნესტორიანელებიც, რომელთაც არ გაიზიარეს ეფესოს მსოფლიო საეკლესიო კრების (431წ.) დადგენილებები. მონოფიზიტებმა და ნესტორიანელებმა საკუთარი ეკლესიები შექმნეს.