არაფორმალური სექტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაფორმალური სექტორი - (informal sector), ეკონომიკის სექტორი, რომელიც არ არის ჩართული ოფიციალურ სტატისტიკაში. მასში შედის თვითდასაქმებულთა კატეგორია, რომლის მაღალი ხვედრითი წონით გამოირჩევა განვითარებადი ქვეყნები. თვითდასაქმებულები ასრულებენ წვრილ შრომატევად სამუშაოებს, თუმცა, ხშირად მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ეროვნული შემოსავლის წარმოებაში.

თვითდასაქმებულთა შრომა ხასიათდება დაბალი კაპიტალტევადობითა (ანუ გამოყენებულ მოწყობილობათა ღირებულების გამოშვებულ პროდუქციასთან შეფარდების დაბალი დონით) და დაბალი კაპიტალშეიარაღებით (ანუ გამოყენებულ მოწყობილობათა ღირებულების დახარჯული შრომის ღირებულებასთან შეფარდების დაბალი დონით).



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები