არაბულა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არაბულა - Arabis perennis L.
არაბულა ჯვაროსანთა ოჯახს ეკუთვნის. გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ველურად მხოლოდ კლდეებზე იზრდება. არც არაბულაა მაღალი მცენარე, 10-20 სმ-ს აღწევს სიმაღლეში. მრავალწლოვანია, მომწვანო-მონაცრისფრო ფოთლებიანი. ყვავის მარტიდან დაწყებული. ლამაზ თეთრ ყვავილებს იკეთებს. გვირგვინის ფურცლები ჯვარედინადაა განლაგებული.