აჟვლა-ხიხრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აჟვლა-ხიხრა (აჟοლა-ხჷხრა) - აფხ. გვარის აყრა. ჩვეულებით სამართალში მძიმე დანაშაულის ჩამდენს, თემის მოღალატეს, ეგზოგამიის დამრღვევს, მამისმკვლელს გვართან ერთად ყველანაირ უფლებას ართმევდნენ და მოიკვეთდნენ, სოფლიდან და თემიდან აძევებდნენ. ამის უფლება მხოლოდ თემის უხუცესთა საბჭოს ჰქონდა მინიჭებული.