ანშარი და ქიშარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანშარი და ქიშარი – (ბაბილონ.) წყვილი – მამრი და მდედრი ღვთაება, რომლებიც თავდაპირველი წყლებიდან წარმოიშვნენ თეოგონიის მეორე ეტაპზე, ურჩხულთა – ლახმუსა და ლახამუს შემდეგ. ისინი განასახიერებენ სამყაროს ჩანასახოვან აგებულებას, რასაც მათი შუმერული სახელები მოწმობს: ან-შარ – „ზემო ყოვლადობა“, ქი-შარ – „ქვემო ყოვლადობა“, მათი ერთიანობა შეადგენს კოსმოსს. ქიშარისგან წარმოშობილია მიწა, ანშარისგან – ცა.