ჭუმბურიძე ანტონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანტონ ჭუმბურიძე-დან)
ჭუმბურიძე ანტონ - საოპერო მომღერალი, ტენორი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
თეატრში მუშაობის დაწყებამდე ქართველ კომპოზიტორებს ოპერების შექმნის პროცესში ეხმარებოდა. ოპერის თეატრში მუშაობა 1919 დაიწყო. იყო საოპერო სტუდიის სოლისტი. ასრულებდა ქართველი კომპოზიტორების რომანსებს, ნაწყვეტებს ქართული ოპერებიდან და ქართულ ხალხურ სიმღერებს. სხვადასხვა დროს ასრულებდა პარტიებს ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან:
- თანდარუხი (ზ. ფალიაშვილი - „აბესალომ და ეთერი“);
- კოტე (ვ. დოლიძე - „ქეთო და კოტე“);
- ლუა (რ. კილაძე -„ლადო კეცხოველი“, 1941);
- მოძახილი, ბაადური (ი. გოკიელი „პატარა კახი“. პრემ. 1943);
- კინწურა (ა. ანდრიაშვილი, „ლაშქარა“, პრემ. 16.III.1949);
- მელიტონი (ა. ბალანჩივაძე - „მზია“) და სხვ.
მის რეპერტუარში, ქართულთან ერთად, უცხოელი კლასიკოსების ნაწარმოებებიც შედიოდა:
- ალფრედი (ჯ. ვერდი - „ტრავიატა“);
- ჰერცოგი (ჯ. ვერდი „რიგოლეტო“);
- ფაუსტი (შ. ჰუნო - „ფაუსტი“);
- სინოდალი (ა. რუბინშტეინი - „დემონი“) და სხვ.
ზურაბ ლეჟავა
ლიტერატურა
- დ. მჭედლიძე, „ქართველ მომღერალთა სამი თაობა“, გამომცემლობა „მერანი“, თბ., 1968;
- რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი