ანს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სინთეზატორი ანს

ანს − ფოტოელექტრონული მუსიკალური სინთეზატორი, აგებული ე. ა. მურზინის მიერ, რომელმაც მიიღო სახელწოდება „ანს“ („ალექსანდრე ნიკოლოზის ძე სკრიაბინი“).

„ანს“-ის მეშვეობით კომპოზიტორს შეუძლია მოისმინოს შექმნილი მუსიკის ჟღერადობა უშუალოდ მუსიკოს შემსრულებელთა გარეშე. კომპოზიტორი იწერს მისთვის საჭირო ბგერებს გაუმჭვირვალე, უშრობი საღებავით დაფარულ მინაზე აცლის რა საღებავს საჭრეთელით განსაზღვრულ ადგილებზე. მინა წარმოადგენს საკრავის თავისებურ პარტიას. კომპოზიტორს შეუძლია დაამუშაოს მინაზე სპექტრის მიხედვით სრულიად უჩვეულო ბგერები. სინთეზატორის პარტიტურაზე მუშაობის დროს კომპოზიტორი ემსგავსება მხატვარს, რომელიც ხატავს სურათს; იგი აფერადებს, რეტუშს უკეთებს, შლის და ქმნის ახალ საკოდო სურათებს, ახორციელებს მიღებული შედეგის სმენით კონტროლს. ან იძლევა მუსიკის შეთხზვის შესაძლებლობას ნებისმიერი კილოს და ბგერათა რიგის გამოყინებით.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები