ანკერული სამთო სამაგრი
ანკერული სამთო სამაგრი – სამთო სამაგრი, რომლის ძირითადი ნაწილია ლითონის, რკინაბეტონის, ხის ან პლასტმასის ღერო (ანკერი), რომელიც შპურში მაგრდება. იგი ემსახურება გაშიშვლებული სამთო მასივის განმტკიცებას, სტაბილიზაციას, მდგრადობის ამაღლებას. მას იყენებენ სამაგრის სხვა სახეობებთან (პოლიგონალური, თაღური; ნაშხეფბეტონი) ერთად. რკინაბეტონის და პოლიმერბეტონის ანკერი მიეკუთვნება მიწისქვეშა გამონამუშევრების მუდმივ სამაგრებს. ქანის ადგილობრივი გამოცვენის თავიდან ასაცილებლად ანკერებს შორის გამონამუშევრის კონტურზე კიდებენ ფოლადის ბადეს (უჯრედის ზომებით 5×5 სმ). იგი ემსახურება გაშიშვლებული სამთო მასივის განმტკიცებას, სტაბილიზაციას, მდგრადობის ამაღლებას. მას იყენებენ სამაგრის სხვა სახეობებთან (პოლიგონალური, თაღური; ნაშხეფბეტონი) ერთად. რკინაბეტონის და პოლიმერბეტონის ანკერი მიეკუთვნება მიწისქვეშა გამონამუშევრების მუდმივ სამაგრებს. ქანის ადგილობრივი გამოცვენის თავიდან ასაცილებლად ანკერებს შორის გამონამუშევრის კონტურზე კიდებენ ფოლადის ბადეს (უჯრედის ზომებით 5×5 სმ).