ანდრონიკაშვილი რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანდრონიკაშვილი რევაზ - ქიზიყის მოურავი XVIII ს-ის შუა ხანებიდან 1780 წ-მდე. 1770-1780 წწ-ში თავი გამოიჩინა მოთარეშე ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1766 წ. მისი და ქეთევანი გიორგი ბატონიშვილის (შემდეგში გიორგი XII) მეუღლე გახდა, რამაც განამტკიცა ანდრონიკაშვილის პოზიციები სამეფო კარზე. იგი დაუპირისპირდა პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელსაც დარეჯან დედოფალი ედგა სათავეში. 1780 წ. დარეჯან დედოფლის ინიციატივით ანდრონიკაშვილს ჩამოართვეს ქიზიყის მოურავობა
წყარო
(ქსე I 1975: 451).
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში