ანდრონიკაშვილები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდრონიკაშვილები (ენდრონიკაშვილები), - თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში. გადმოცემის თანახმად, არიან ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენოსის შთამომავლები, რომლის შვილი ალექსი XII საუკუნის !I ნახევარში კახეთში დამკვიდრდა. ანდრონიკაშვილების მამულები, ე.წ. „საანდრონიკო“ („საენდრონიკო“), მოიცავდა კახეთის სოფლებს – მელაანს, ჩალაუბანს, ფხოველს, ვეჯინს, არაშენდას და სხვ. XVI საუკუნიდან მათ სამემკვიდრეო სახელოდ მიიღეს ქიზიყის მოურავობა, XVII საუკუნიდან კი – მარტყოფის მოურავობაც. მოგვიანებით ანდრონიკაშვილები თურქმანი ელების მოურავები და ქართლ-კახეთთან დროებით შემოერთებული განჯის სახანოს მმართველები იყვნენ. მათ განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი სამხედრო და დიპლომატიურ ასპარეზზე. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ძირითადად სამხედრო ასპარეზზე მოღვაწეობდნენ. ეპყრათ მაღალი თანამდებობები კახეთის სამეფო კარზე და საეკლესიო იერარქიაში [ბოდბელი ეპისკოპოსები ონოფრე I (1748-1749), ონოფრე II (1755), ალავერდელი მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი (1684-1696)].

მ. შაორშაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები