ანდრიაძე ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზურაბ ანდრიაძე – დაიბადა 1949 წლის 3 მარტს თბილისში. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1972).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, ბლოკი „ერთობა“, რუსთაველის საზოგადოებისაგან, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.