ანდერსონი მარიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარიან ანდერსონი

მარიან ანდერსონი - (ინგ. Marian Anderson 17, II, 1902, ფილადელფია, – 8. IV. 1993, პორტლენდი, ორეგონი), ამერიკელი მომღერალი (კონტრალტო). საკონცერტო ესტრადაზე მღერის 1925-იდან, საოპერო სცენაზე – 1955-იდან.

ანდერსონი პირველი ზანგი ქალია, რომელიც გამოვიდა „მეტროპოლიტენ-ოპერის“ სცენაზე. XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კამერული მომღერალი. გასტროლებს მართავდა მრავალ ქვეყანაში. მისი რეპერტუარი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით (მათ შორის იყო სოპრანოსათვის შექმნილი ნაწარმოებებიც). მოღვაწეობა შეწყვიტა 1965 წელს. „ასეთი მომღერლები იბადებიან 100 წელიწადში ერთხელ“ (ა. ტოსკანინი).




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები