ანანი კოფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოფი ანანი

კოფი ანანი – (ინგლ. Kofi Atta Annan; დ. 8 აპრილი, 1938, კუმასი, ოქროს ნაპირი − გ. 18 აგვისტო, 2018, ბერნი, შვეიცარია), თვალსაჩინო განელი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი. არჩეულია 1996 წლის 17-XII გენერალური ასამბლეის მიერ.

დაამთავრა კუმასის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი. 1961 მინესოტაში, წმ. პავლეს მაკალისტერის კოლეჯში დაიცვა დისერტაცია ეკონომიკის დარგში. 1972 მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მენეჯმენტში. გენერალურ მდივნად დანიშვნამდე კოფი ანანს გაეროში შემდეგი თანამდებობები ეკავა:
1962 – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ადმინისტრაციული და საბიუჯეტო განყოფილების ხელმძღვანელი;
1980-83 – გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს ადმინისტრაციული დირექტორის მოადგილე ლტოლვილების საკითხთან დაკავშირებით (UNHCR);
1984-87– საფინანსო მომსახურების ოფისის ბიუჯეტის განყოფილების დირექტორი;
1987-90 – გენერალური მდივნის ასისტენტი გაეროს სისტემის უსაფრთხო კოორდინირებისა და ადამიანური რესურსების ოფისის მენეჯმენტში;
1990-92 – გენერალური მდივნის მოადგილე და პროგრამათა დაგეგმვის, ფინანსებისა და ბიუჯეტის მაკონტროლებელი;
1993 წლის მარტიდან 1996 წლის მარტამდე – გენერალური მდივნის თანაშემწე სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების საკითხში, როდესაც იგი გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იყო ყოფილ იუგოსლავიაში.

კოფი ანანის ხანგრძლივი დიპლომატიური მოღვაწეობიდან გაეროში აღსანიშნავია მოლაპარაკებათა წარმოება ერაყის მიერ ქუვეითის დაპყრობასთან დაკავშირებით (1990), ერაყში მყოფი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ევროპელი მძევლების განთავისუფლების თაობაზე; დისკუსიის წარმართვა ერაყში ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებისათვის ფორმულით – „ნავთობი – საკვებისათვის“. საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაწეული სასარგებლო საქმიანობისათვის მაკალისტერის კოლეჯმა, რომლის მეურვეთა საბჭოს წევრი იყო, მას მიანიჭა ჯილდო მეურვის განსაკუთრებული ღვაწლისათვის. კოფი ანანი 2001 წლის 29 ივნისს გენერალურმა ასამბლეამ გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩია.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები