ანამორფული რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანამორფული რუკა – (anamorphotic map), მათემატიკურ-კარტოგრაფიული მოდელირებით შედგენილი რუკის მსგავსი გამოსახულება. ანამორფულ რუკაზე შენარჩუნებულია რუკის ერთ-ერთი მთავარი მხარე – სივრცე (ობიექტების ურთიერთგანლაგების წესრიგი). ყველა ობიექტი რუკის მერიდიანების და პარალელების ბადეზე თავის ადგილზეა. მიუხედავად ამისა, კარტოგრაფიული გამოსახულება უჩვეულოდ გამოიყურება იმის გამო, რომ რუკის შინაარსი მიზანდასახულად არის ტრანსფორმირებული. სიგრძისა და ფართობის მასშტაბები ჩანაცვლებულია სხვა მასშტაბით (დრო, ღირებულება, მოსახლეობის რიცხოვნობა). კარტოგრაფიული პროექციის განტოლებაში გეოგრაფიული კოორდინატების გარდა გათვალისწინებულია შესადგენი რუკის შინაარსის მაჩვენებელიც, მაგ.: მსოფლიოს ქვეყნების მოსახლეობის რიცხოვნობის რუკაზე ტრანსფორმაციას განიცდის ქვეყნების ფართობები მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით (ჩინეთის და ინდოეთის ფართობები ყველაზე დიდია, რადგან ისინი ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნებია).



იხილე აგრეთვე

მათემატიკურ-კარტოგრაფიული მოდელირება

წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები