ანალიზური კარტოგრაფირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანალიზური კარტოგრაფირება – (analytical mapping), თემატური კარტოგრაფირების ფორმა, მარტივი შინაარსის რუკების შექმნა საკვლევი ობიექტის ცალკეული მხარეების შესწავლის მიზნით, მაგალითად, თუ საკვლევი ობიექტია ჰავა, მისი ცალკეული ელემენტები – მზის რადიაცია, ჰაერის ტემპერატურა, ატმოსფერული ნალექები, ქარის სიჩქარე და მიმართულება – აისახება ანალიზურ რუკებში, რომელთა შედგენა და გაფორმება მარტივი მეთოდიკით ხდება. ანალიზური კარტოგრაფირება სინთეზური კარტოგრაფირების განხორციელების წინაპირობაა.