ანაგნორისმოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანაგნორისმოსი — (ძვ, ბერძ. ἀναγνώρισις, anagnorismos – ცნობა, გამოცნობა, anagnoriso – ვიცანი), ძველბერძნული ტერმინი, რომელიც აღნიშნავდა [– სიუჟეტის აგების ერთ-ერთი ხერხი ძველბერძნულ ტრაგედიაში. მოულოდნელი მკვეთრი ცვლილება ფაბულაში, გამოწვეული ახალი ფაქტის გაჟღერებით. ანაგნორისმოსის ეფექტი თანაბრად ვრცელდება პერსონაჟზეც და მაყურებელზეც. ეს ხერხი შემდგომში გადავიდა ახალევროპულ ბურჟუაზიულ კომედიაში.

პირველად ეს ტერმინი გამოიყენა არისტოტელემ თავის პოეტიკაში. არისტოტელეს თანახმად, ტრაგიკული ანაგნორისმოსი არის გმირის მიერ რეალური სიტუაციის მოულოდნელი გაცნობიერების მომენტი თითქმის ყოველთვის დამანგრეველი ეფექტებით. სიმართლის გამჟღავნება (რაც უკვე ფაქტი იყო, მაგრამ გმირმა არ იცოდა) მთლიანად ცვლის მის შეხედულებებს და რეაქციას. ანაგნორისმოსის ნათელი მაგალითა სოფოკლეს ტრაგედია „ოიდიპოსი“ როდესაც გმირისთვის ცხადი ხდება რომ მოკლა მამა და ცოლად შეირთო საკუთარი დედა.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი
მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები