ამონაზარდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამონაზარდი – მერქნის მანკი, შენაზარდი ან უკვე შეზრდილი ჭრილობა, რომელიც ხეს ხვრელის მაგვარი სივრცის სახით რადიალურად გასდევს და ქერქის ნარჩენებით ან მკვდარი ქსოვილითაა შევსებული. ცნობილია ამონაზარდის შემდეგი სახეები: გამჭოლი, დახურული, ერთმხრივი, მუქი, ღია, ღია ფერის, ყლორტშუა და შეზრდილი.