ამოზნექილი ფუნქცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Amozneqili funqtia.jpg

ამოზნექილი ფუნქციაფუნქცია, რომლის გრაფიკსაც აქვს ამოზნექილობის თვისება. ვთქვათ [a,b] მონაკვეთზე განსაზღვრული უწყვეტი y=f(x) ფუნქციის A(x1,y1) და B(x2,y2) წერტილებზე გამავალი წრფის განტოლებაა 1(x) = 0. თუ f(x) ≥ 1(x) [f(x) ≤ 1(x)], როცა x1≤x ≤ x2, სადაც X1 და X2 არიან მონაკვეთის ნებისმიერი წერტილები. მაშინ ფუნქცია ამოზნექილია ზევით (ქვევით) ამასთანავე, თუ f(x) > 1(x) [ f(x) < 1(x) ], როცა x1<x < x2, მაშინ ფუნქცია მკაცრად ამოზნექილია ზევით (ქვევით).

ზევით ამოზნექილი ფუნქციის მაგალითებია: y = logax, როცა a>1, ან y = ax2 + bx +c, როცა a<0; თუ a>0, მაშინ ეს ფუნქცია ამოზნექილია ქვევით.

მრავალი ცვლადის ამოზნექილი ფუნქცია განისაზღვრება ანალოგიურად.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები