ამნონი (იუდეის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამნონი იუდეის მეფე

ამნონი – (ამონი, დაახლ. ძვ.წ. 643-640) – იუდეის მეფე, მანასეს ძე. მანასეს სიკვდილის შემდეგ იუდეის ტახტი ამნონმა დაიკავა.

ამონი სუსტი ხელმწიფე გამოდგა. მისი მეფობის პერიოდში იუდეა დასუსტდა, შეწყდა უფლის თაყვანისცემა სოლომონის ტაძარში და სახელმწიფოში მთლიანად კერპთაყვანისმცემლობა გავრცელდა. ქვეყნისთვის საბედნიეროდ ამნონის მმართველობა ხანგრძლივი არ გამოდგა და ორწლიანი მეფობის შემდეგ ის საკუთარმა მონება მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ამნონი არ უყვარდა, იუდეველებმა მაინც შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს მეფის მკვლელები, ხოლო სამეფო ტახტზე ამნონის ძე, იოშია აიყვანეს.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები