ამირიძის ხელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამირიძის ხელი.
მაჩხანის ეკლესია, 853 წ.

ამირიძის ხელიმთიულეთში გვიდაქის ქაშუეთის ეკლესია ბუჩუკურთა საგვარეულო სალოცავია. მისი დღეობა - ქაშუეთობა - გაზაფხულზე იმართება ხოლმე.

ეს ეკლესია ამირიძეს აუშენებია. ერთხელ ამირიძე ტყეში სანადიროდ ყოფილა წასული. დაუნახავს, რომ ერთი მტრედი წვრილ-წვრილი ღეროებითა და ბუმბულებით ჯვარს აკეთებდა და ეკლესიასავით რაღაცას აშენებდა. ეს კაცი მიმხვდარა, რომ აქ ეკლესია უნდა აშენებულიყო. მოუყვანია მშენებლები და თავისი შესაწირით აუგია ქაშუეთის ეკლესია.

ამირიძეს ერთ კედელზე, სველ ბათქაშზე ხელი მიურტყამს და ანაბეჭდი დაუტოვებია. ეს ხელი ახლაც ეტყობა.





წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები