ამირანაშვილი პეტრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრე ამირანაშვილი

პეტრე ამირანაშვილი - (16. XI. 1907, სოფ. ნიგოეთი, ახლანდელი ლანჩხუთის რაიონი, – 26. XI. 1976, თბილისი), ქართველი მომღერალი (ბარიტონი), საქართველოს, სსრკ და სომხეთის სახალხო არტისტი.

1930 წ. დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ო. ბახუტაშვილ-შულგინას კლასი). იმავე წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საოპერო ხელოვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მის შემოქმედებას ახასიათებს ეროვნული თვითმყოფადობა, მგზნებარე ტემპერამენტი და ვოკალურ-დრამატული განსახიერების სანიმუშო მთლიანობა.

აღსანიშნავია მისი პარტიები: ევგენი ონეგინი (ჩაიკოკსკის „ევგენი ონეგინი“)„ ამონასრო, რიგოლეტო, დი-ლუნა, იაგო (ვერდის „აიდა“, „რიგოლეტო“, „ტრუბადური“, „ოტელო“), ესკამილიო (ბიზეს „კარმენი“), ფიგარო (როსინის „სევილიელი დალაქი“), ტონიო (ლეონკავალოს „ჯამბაზები“), სკარპია (პუჩინის „ტოსკა“), კიაზო, მურმანი (ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ჩალხია (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“)„ გადაღებულია კინოფილმში „ქეთო და კოტე“ (თავადი ლევანი), სსრკ სახელმწიფო (1947) და ზ. ფალიაშვილის სახელობის. (1971) პრემიების ლაურეატი.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები