ამესტ - აფხაზურდან ქართულში ითარგმნება - მესტი. მეშის (დაუმუშავებელი ცხვრის ტყავის) მოკლეყელიანი ვიწრო, ფეხზე მომდგარი უძირო ფეხსაცმელი. აფხაზები მესტებს მხოლოდ გამოსასვლელ ტანსაცმელთან იცვამდნენ.
მოკლეყელიანი უძირო ტყავის ფეხსაცმელი.
წყარო
აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი