ამებიოზი (ფუტკრის დაავადება)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამებიოზი - ზრდადასრულებული ფუტკრის დაავადებაა, მიმდინარეობს აპრილ-მაისში. აღმძვრელი უმარტივესი ორგანიზმია, პარაზიტობს მალპიგის მილებში. თავისი განვითარებისათვის არახელსაყრელ პირობებში გადაიკრავს ცისტას. ფუტკრის ორგანიზმში ცისტაგადაკრული 6 თვემდე ცოცხლობს, გარემოში — უფრო ხანგრძლივი დროით.
დაავადების ნიშნები - ოჯახი სუსტდება, სკის ძირზე ბევრია მკვდარი ფუტკარი, ბუდე დასვრილია ფაღარათით. დიაგნოზს ადგენენ კლინიკურრი ნიშნების მიხედვით და ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე.
ბრძოლის ღონისძიებები - იგივეა, რაც ნოზემატოზის დროს.