ამაწურთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამაწურთა - აფხ. „მომსახურების ადგილი“; სამზადი. ეს არის ფიცრული ნაგებობა, რომელიც დღემდეა გავრცელებული. საცხოვრებლის გვერდით მდგარი მიწის იატაკიანი, კერიანი ნაგებობა. ზომა 6×4 მ. იგი ოჯახის ცხოვრების ცენტრი იყო. ყველა საოჯახო საქმე აქ კეთდებოდა, მით უმეტეს, საკვები. აქ სადილობდნენ და ვახშმობდნენ. ოჯახის უხუცესებს აქ ეძინათ. აფხაზეთში ფეოდალიზმის პერიოდში ფეოდალებს ამაწურთაში მცხოვრები მოსამსახურეები ემსახურებოდნენ.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები