ამარკალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამარკალ - აფხ. ნადირის გამომრეკავი ნადირობის დროს. ეს არის ქართული სიტყვა მარეკელი. მაგალითად, აფხაზეთის ფეოდალი მიხეილ შარვაშიძე, რომელიც ნადირობით იყო გატაცებული, მოითხოვდა, რომ ტყეში, სადაც ნადირობა ეწყობოდა, ოთხ მაღალ ძელზე ფიცარნაგი გაეკეთებინათ, სადაც ის ჯდებოდა და გლეხებს - მარეკელებს ელოდებოდა, მის მხარეს ნადირი გამოერეკათ, რომ მისთვის შესაძლებლობა მიეცათ თავისუფლად მოენადირებინა ისინი. ასეთი ერთი ადგილი მას გუფის თემში (სოფ. აქუასქას, ახლანდელ სოფ. ეშქითთან) ჰქონია, სადაც ხის სახლიც იდგა. ამაზე ტოპონიმი „აშთა“ - ეზო ე.ი. თავადის ეზო მიუთითებს. ამ ეზოს წინა მხარეს ფართო მინდორიც ყოფილა. ამარკალ - მონადირედ გამოყოფილი მწყემსებიდან, რომელსაც ნადირობა ეხერხებოდა. იგი ვალდებული იყო მწყემსობის პერიოდში მწყემსები ნადირის ხორცით მოემარაგებინა.



წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები