ამან-ბიიქე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამან-ბიჲქე (ნოღ. Аман-бийке – „ბოროტი ქალბატონი“) – ნოღაური მითოლოგიის ავსული ქალი, რომელიც ბოროტების გამო მიწისქვეშეთშია გამომწყვდეული. როცა დედამიწაზე, ადამიანთა ან ცხოველთა შორის, ხშირი დაპირისპირებაა და დადგენილი წესრიგი ირღვევა, ამან-ბიჲქე მიწიდან ამოდის და ცივ ქარებს იწვევს. ასეთი ქარების პერიოდში ნოღაელები ამბობენ: „ამან-ბიჲქე უბერავს“ (Аман-бийке эседи).
ლიტერატურა
- Ногай эртегилер. Туьзувши Д. М. Шихмурзаев. Махачкала, 1993;
- Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.