ამადძაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამადძაგ-ი (ოს. Æмаддзаг – „დაყენება“, „დადება“)

1. საფლავის ქვა, რომელსაც მეხნაკრავი მიცვალებულის საფლავზე დებდნენ. ამადძაგის დადება იცოდნენ სიკვდილიდან მხოლოდ ერთი წლის გასვლისა და მიცვალებულის მოსახსენებელი დღის ე. წ. ამადძაგის ჩატარების შემდეგ.


2. მეხნაკრავი მიცვალებულის ყოველწლიური მოხსენიების ჩვეულება. ამადძაგს აწყობდნენ მკვდრის გარდაცვალების დღეს მისი სიკვდილის ადგილზე; ჭექა-ქუხილის ღვთაებას – ვაცილას თიკანს ან ბატკანს სწირავდნენ, რაც რიტუალური სუფრით – ქუვდით მთავრდებოდა.



ლიტერატურა

  • Каргинов С. Г. Похоронные обряды осетин // ТВ. 1901. № 20;
  • Беселова Е. Б. Погребально-поминальные обычаи и обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები