ალ-ხალასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალ-ხალასი, ბალ-ხალასი (ბალყ.-ყარაჩ. Ал-Халасы, Бал-Халасы) – ავსულები ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში; ვნებენ ორსულებს, ცდილობენ, ხელი შეუშალონ მოლოგინების პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას. მათ განსადევნად მშობიარეს აუცილებლად ექიმბაშის მიერ შელოცვილი კუს კვერცხი უნდა შეეჭამა და ცხოველთა ამ სახეობის მფარველებისათვის (თამილინისა და მისი ცოლის – თამილინჩე-ყათინისათვის) რძე უნდა შეეწირა. ეს რიტუალი „ნაყოფის შენარჩუნების“ (Абай-кюмюш) სახელით იწოდებოდა.
ლიტერატურა
- Каракетов М. Д. Миф и функционирование религиозного культа в заговорно-заклинательном ритуале карачаевцев и балкарцев. М., 1999;
- Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.