ალკოჰოლური პანკრეატიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკოჰოლური პანკრეატიტი - (K86.0), (alcoholic pancreatits) – ალკოჰოლის მავნე გამოყენების შედეგად კუჭუკანა ჯირკვლის ანთება და ნევროზი, ხშირად თან ახლავს ფიბროზი და ფუნქციის მოშლა.

ალკოჰოლური პანკრეატიტი შესაძლოა იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ფორმის დროს აღინიშნება ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ანორექსია, გულისრევა, ჰიპოტენზია; შესაძლოა გართულდეს თირკმლის უკმარისობით, ფილტვების პათოლოგიითა და ფსიქოზით. ქრონიკული ფორმა ხასიათდება რეკურენტული ან მუდმივი ტკივილით მუცლის არეში, ანორექსიით, წონის დაკლებით, შესაძლოა განვითარდეს კუჭუკანა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა, რომელიც გამოიხატება მისი ეგზოკრინული (საკვების შეწოვის დარღვევა, კვების უკმარისობა) და ენდოკრინული (შაქრიანი დიაბეტი) ფუნქციების მოშლით.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები