ალთინ-თაუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალთინ-თაუ (ბალყ.-ყარაჩ. Алтын тау – „ოქროს მთა“ – იალბუზის ერთ-ერთი სახელწოდება) – მსოფლიო მთა, შესაქმის დროინდელი ხმელეთის პირველი მონაკვეთი ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში; მდებარეობს სამყაროს ცენტრში. მის მწვერვალზე ხარობს მსოფლიო ხე („ბაჲთერექი“); აქვეა უკვდავების წმინდა წყარო (Саулукъ суу – „ჯანმრთელობის წყარო“, Бора шаудан – „ბორას წყარო“ [?]), რომელსაც უზარმაზარი არწივი იცავს. ალთინ თაუზე მდგარ მზის მაღალ კოშკში (Кюн къала, Нар къала) მნათობი ჩასვლის წინ ისვენებს.
ლიტერატურა
Карачаево-балкарские мифы. Составитель М. Джуртубаев. Нальчик, 2007.