ალექსია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალექსია - (alexia), სრული ფორმით – ნაწერი ან ნაბეჭდი სიტყვების, ნიშნების, სიმბოლოებისა და ფერის გარჩევისა და სწორად გაგების უუნარობა, ვიზუალური ინფორმაციის ლინგვისტური მნიშვნელობის განსაზღვრის შეუძლებლობის გამო.
ალექსია გამოწვეულია დომინანტური ჰემისფეროს კეფა-საფეთქლის მედიალური ხვეულის დაზიანებით. პათოლოგიურ პროცესში ოპტიკური ნათების (გრასიოლეს ნაკადი) ჩათრევა იწვევს ჰომონიმურ ჰემიანოფსიას. ალექსია ხშირად თან ახლავს აგრაფიას, როგორც მხედველობითი ასიმბოლიის სიმპტომი.