ალბენისი ისააკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ისააკ მანუელ ფრანსისკო ალბენისი - (29. V. 1860, კამპროდინი, კატალონია, - 18.V.1909, კამბო-ლე-ბენი, საფრანეთი), ესპანელი კომპოზიტორი და პიანისტი, ახალი ესპანური მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. კონცერტებს მართავდა ევროპულ ქვეყნებში, ამერიკაში. სწავლობდა ა. მარმონტელთან, ფ. ლისტთან (ფ-ნი), ფ. გევარტთან, ფ. პედრელთან (კომპ.). 1894-იდან ცხოვრობდა პარიზში, დაახლოებული იყო კ. დებიუსისთან, კომპოზიციაში მეცადინეობდა პ. დიუკასთან და ვ. დ' ენდისთან.
ერთ-ერთმა პირველმა თავის შემოქმედებას საფუძვლად დაუდო ესპანელი ხალხის მუსიკა, მისი საცეკვაო და სასიმღერო ინტონაციები. ცენტრალური ადგილი უკავია საფორტეპიანო ნაწარმოებებს (300-მდე):
საფორტეპიანო ნაწარმოებები
- „ესპანური სიუიტა“ (1886),
- „ესპანეთი“ (1890),
- 2 ესპანური ცეკვა,
- „ესპანური ჰანგები“ (5 პიესა),
- „იბერია“ (12 პიესა 1905-1909).
სხვა ნაწარმოებები
- 4 ოპერა („პეპიტა ხიმენესი“, 1889 წ. და სხვ.),
- სარსუელა „ანტონიუს ფლორიდელი“ (1894),
- საორკესტრო რაფსოდია „კატალონია“ (1899).