ალახაძის ტაძარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალახაძის ტაძარი - (VII-VIII სს.), დიდი ზომის სამნავიანი ტაძარი. ალახაძის ტაძრის ნანგრევები მდებარეობს მდინარე ბზიფის მარჯვენა მხარეს, გაგრიდან 11 კმ დაშორებით სოფელ ალახაძეში (გაგრის მუნიციპალიტეტი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია).
ტაძრის გარედან შვიდწახნაგოვანი, ორიგინალური, დიდი აფსიდა მის სამივე ნავს მოიცავს. ალახაძის ტაძარი ნაგებია სუფთად გათლილი ქვიშაქვისა და კირქვის ბლოკებით (გამოყენებულია აგურიც და რიყის ქვაც). კედლის წყობაში ჩართულია კვადრატული (ზოგჯერ ოდნავ წაგრძელებული ფორმის) კერამიკული ყუთ-ბლოკები, რომელთა ერთი გვერდი გახსნილია და შევსებულია კირხსნარით.
ალახაძის ტაძარი სამართლიანად არის მიჩნეული ქართული ადრექრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ძეგლად.