აკვაცჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აკვაცჯი (აკვაცჯ) - აფხ „შემწვარი ხორცი“. საკვები, მზადდება ქართული კუპატის მსგავსად. ძროხის დაჭრილ რბილ ხორცს ამატებენ ათქვეფილ კვერცხს, უკურკო შინდს, წიწაკას, მარილს და კარგად აურევენ. მოთუშვის შემდეგ საქონლის გასუფთავებულ ნაწლავებში დებენ. მიღების წინ ქონში წვავენ.