აკვანება
აკვანება - ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ძეგლი (VI ს.) ქვემო ქართლში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ბოლნისის ეპარქია). მდებარეობს ბოლნის-დმანისის გზის მე-5 კილომეტრზე
აკვანება არის აფსიდიანი დარბაზული ეკლესია. დღეს ძლიერ დაზიანებულია. სამხრეთიდან ტაძარზე მიშენებულია ასევე აფსიდიანი ეკვდერი. მოპირკეთებულია თლილი ქვის სწორად ნაწყობი კვადრებით. მორთულობიდან აღსანიშნავია საკურთხევლის კონქის მოჩუქურთმებული იმპოსტები და ერთ-ერთი კარის არქიტრავზე გამოსახული ქრისტიანული სიმბოლიკური ხასიათის რელიეფი – მედალიონში ჩასმული თანაბარმკლავებიანი ჯვარი, სტილიზებული ფოთლები და მტევნები. კარ-სარკმლის სათაურები გარედანაც იყო მოჩუქურთმებული (ამჟამად მორთულობა აღარ არსებობს).
ლიტერატურა
რჩეულიშვილი ლ., ქართული ხუროთმოძღვრების სამი უცნობი ძეგლი, „ქართული ხელოვნება“, 1948, ტ. 2.