აკანთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აკანთი – (ბერძ. ákanthos ეკლიანი მცენარე; მყრალი ხარისძირა <ákantha ეკალი < akḗ მახვილი წვერო; წვეტი),
- აკანთი − მცენარეების გვარი აკანთისებრთა ოჯახისა. უმეტესად ბალახია, იშვიათად – ბუჩქი. გავრცელებულია აზიის, აფრიკისა და ევროპის თბილ სარტყელში;
- აკანთი − სკულპტურული ორნამენტი, რომელიც ამავე სახელწოდების მცენარის წაგრძელებული სტილიზებული გამოსახულებაა დახვეული ბოლოებით, შეკრული ერთად ვარდულის სახით და საფუძვლად უდევს კლასიკური კორინთული კაპიტელის, კარნიზის, ფრიზისა და სხვა არქიტექტურული ელემენტების დეკორს
- აკანთი − ორნამენტული მოტივი