აკაბა-ბეშმეთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აკაბა-ბეშმეთი - აფხ. ანუ ახალუხი (ქართ.). მამაკაცები იცვამდნენ ჩოხის ქვეშ. იგი მოკლე იყო, მუხლებს ზემოთ და ტანზე მჭიდროდ მორგებული. ისეთივე ფორმის იყო, როგორიც ჩოხა, მხოლოდ ბამბის ან აბრეშუმის ქსოვილისაგან იკერებოდა. მას მაღალი მდგარი საყელო ჰქონდა. წინ ბევრი შესაკრავით. წელში გამოყვანილს ზემოთ ღრმა ჯიბეები უკეთდებოდ.