აკაბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აკაბა - აფხ. ახალუხი, წელში გამოყვანილი, მამაკაცის ნაოჭასხმული ჩასაცმელი, წელამდე სარჩულდადებული, ღილ-კილოებით შესაკრავი, საყელოიანი, სახელო ვიწრო, ჩოხის ქვეშ ჩასაცმელი. იკერებოდა ჩოხაზე მოკლე. ორივე მხარეს დიდი ჯიბეებით, როგორც ჩოხა, უკან გაჭრილი(ქართ. კაბა).ქალისა და მამაკაცის გრძელკალთიანი ტანსაცმელი. სიტყვა ქართულში არაბულიდანაა ნასესხები). ქართულ-აფხაზური კულტურული ურთიერთობის კვალი, მამაკაცის სამოსის ჩოხის ქვეშ ჩასაცმელი „ბეშმეტისა“ და ქალის საყელოიანი, წინ ჩაჭრილი ტანსაცმლისთვის ტერმინი აკაბა დამკვიდრდა.